ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 10:51

ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი

მათ დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მივიდა.

პრეზიდენტმა ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, წელს პრეზიდენტი აჯილდოვებს ასი წლის და ას წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

„ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას.

თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას იღებდა, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ ასი წლის და ას წელზე უფრო უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 10:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,947
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics