,,ჩვენი ზომები არის ადეკვატური ჩვენი რისკებისა და საფრთხეებისა”

ტერორიზმის საფრთხეების მიზეზით საქართველოში ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, ბრძანებით კი, მუშაობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უმაღლესი დონის შესანარჩუნებლად მიმდინარეობს.

ამის შესახებ გადაცემა არჩევანში საქართველოს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ისაუბრა.

მისი თქმით, საზღვრების კონტროლი გამკაცრებულია და ამ ღონისძიების ფარგლებში, ბოლო პერიოდში, საქართველოში 479 მოქალაქე არ შემოუშვეს.

„ჩვენი ზომები არის ადეკვატური ჩვენი რისკებისა და საფრთხეებისა,“ – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები შეწყვიტა
შემდეგი სტატია,,ეს ვიდეოები ორ მიზანს ემსახურება : ერთი ახალგაზრდების დაყოლიებაა”