“ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას”

ნატოს კვირეულის ფარგლებში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი დაიწყო, რომელიც პრემიერმა გახსნა.

“ჩვენი სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისგან და პარტნიორებისგან  მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად.

“უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული ახალი გამოწვევები პასუხებს მოითხოვს და სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ფორუმი. სახალხო დიპლომატიის ფორუმი, სწორედ ის ფორმატია, რომელიც იძლევა ახალი გამოწვევებისა და სტრატეგიების განხილვის, ერთმანეთისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და შედეგების შეჯამების შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ. თბილისის ფორუმი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის ექსპერტთა ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს ესკალაციას”- დავით ბაქრაძე ყარაბაღის მოვლენებზე
შემდეგი სტატია“აქცენტი გაკეთებული იქნება სუფთა წარსულზე”- კახი კალაძე “ქართული ოცნების” ახალ სახეებზე