“ჩვენი შვილები ”აიფონებში”, ”აიპადებში” არიან ჩამძვრალი, ეზოში ჩასვლაც არ უნდათ”

ჩვენი ბავშვები ”აიფონებში”, ”აიპადებში” არიან ჩამძვრალი, ეზოში ჩასვლაც არ უნდათ და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ აქტივობას მოკლებული არიან- აცხადებს განათლების მინისტრი, რომელიც პრემიერთან ერთად 103-ე სკოლის გახსნის ღონისძიებას დაეწსრო. ალექსანდრე ჯეჯელავა პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა, რომემაც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ახალი სამთავრობო ინიციატივა გააცნო სააზოგადოებას.

”ეს ძალიან ნიშანდობლივია იმიტომ, რომ 2012 წლამდე, 20 წლის განმავლობაში ერთი ახალი სკოლაც არ აშენებულა. პირიქით, სამწუხაროდ, ბევრი სკოლა დავკარგეთ. ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, რომ 10 სკოლა ავაშენეთ უკვე ჩვენი ძალებით და ეს პროცესი გრძელდება. ეს სკოლა არის ძალიან მაღალი სტანდარტის. რაც მთავარია, დღეს ამ სკოლიდან პრემიერმა დაანონსა ჩვენი განათლების რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, ეს არის ჯანმრთელი თაობა.
რაღაც პერიოდში სპორტულ აქტივობებს შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, მოგეხსენებათ ჩვენი შვილები ”აიფონებში”, ”აიპადებში” არიან ჩამძვრალი, ეზოში ჩასვლაც არ უნდათ და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ აქტივობას მოკლებული არიან. ჩვენ ვაპირებთ სკოლის ბაზაზე არამარტო ფიზკულტურის გაკვეთილით, არამედ მის გარეთაც შევქმნათ მოტივი ყველა ბავშვისთვის, რომ იყოს აქტიურად ჩართული სპორტში. ჩვენ ვაპირებთ ბავშვების ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესში გაიზარდოს. დარწმუნებული ვართ, ბავშვებს უნდათ ამ მიმართულებით განვითარება”, -განაცხადა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 26%-სთვის 2012 წლის შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს