“ჩვენი სასაცილო, ყოყლოჩინა მერი, კვლავ განაგრძობს სასაცილო განცხადებების გაკეთებას”

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე,  დავით ნარმანიას მხრიდან ოპონენტების მისამართით გამოთქმულ კრიტიკა, საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი სევდია უგრეხელიძე ეხმაურება.

უგრეხელიძე თბილისის მერის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

“ჩვენი სასაცილო, ყოყლოჩინა მერი, კვლავ განაგრძობს ესეთი სასაცილო განცხადებების გაკეთებას. მან ეტყობა არ იცის, რომ ჩვენი მოვალეობა და ფუნქცია, როგორც ოპოზიციური ძალის, არის სწორედ ის, რომ ფხიზლად ვამყოფოთ და კრიტიკა ვაწარმოოთ იმ ქმდებების, რომელსაც მთავრობა და ხელისუფლება ჩადის,“ – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

მერმა დღეს ოპოზიცია პროვოკაციებში დაადანაშაულა. საკითხი არ დაუკონკრეტებია, თუმცა საკრებულოს უმცირესობა აცხადებს, რომ ნარმანიამ ბაღებში მიმდინარე საკადრო გადაწყვეტილებები და ამ მიმართულებით მათი აქტივობები იგულისხმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი NDI-ს კვლევის შედეგებს აფასებს
შემდეგი სტატიაანაკლიაში პორტის ტექნიკური დეტალების განხილვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და „კონტი ჯგუფის ვიცე“ პრეზიდენტი დაესწრო