,, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში გვყავს ასეთი პატრიარქი და გვყავდა მაშინ, როდესაც ძალიან სერიოზული კატაკლიზმები იყო”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც თავად პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

გიორგი მარგველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი პრემიერთან ერთად პირადად მიულოცა.

“ბედნიერ თარიღებს ვზეიმობთ – პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წელს, შემდეგ მის დაბადების დღეს. ეს საიუბილეო თარიღები ძალიან მნიშვნელოვანი სიამაყის და სიხარულის გრძნობას გვანიჭებს ყველას.
ჩვენი ქვეყნის ისტორიის ურთულეს პერიოდში გვყავს ასეთი პატრიარქი და გვყავდა მაშინ, როდესაც ძალიან სერიოზული კატაკლიზმები იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გვყავდა და გვპატრონობდა, დღესაც გვყავს, გვპატრონობს და გვაძლევს ძალას. მე ვულოცავ მას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ სასიხარულო და საბედნიერო თარიღს. ვიხაროთ ამ მადლით, რომელიც ჩვენში არის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქალიშვილთან ანა მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს დეპუტატის მკვლელობაზე შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“სემეკმა” „ენერგო პრო ჯორჯიას“ 5 ჰიდრო სადგურიდან 4-ს ტარიფი გაუზარდა