ჩვენი პარტია იბრძოლებს, რომ მოიპოვოს აჭარის უმაღლეს საბჭოს უმრავლესობა – დავით თარხან-მოურავი

პატრიოტთა ალიანსი აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით მოსვლას, ალიანსის ლიდერი კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავებას გეგმავს. დავით თარხან-მოურავმა განცხადება დღეს ბათუმში პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს გააკეთა.

ალიანსმა კანდიდატები ბათუმში აჭარის ყველა ოლქსა და ასევე ლანჩხუთი-ჩოხატაურის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში წარადგინა.

“ჩვენი პარტია იბრძოლებს იმისთვის, რომ მოიპოვოს ის უმრავლესობა აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ აჭარის თავმჯდომარე დამტკიცდეს. ეს არის 11 კაცი. თუ ისე მოხდა, რომ 11 ვერ გავიყვანეთ და 9 გავიყვანეთ, იქნება მაშინ სხვა პარტიებთან თანამშრომლობა და საუბარი იმაზე, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს დამტკიცებული აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად და ეს იქნება ჩემი კანდიდატურა“ – განაცხადა საარჩევნო ბლოკ დავით თარხან-მოურავი – ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.

ალიანსმა კანდიდატები ბათუმში აჭარის ყველა ოლქსა და ასევე ლანჩხუთი-ჩოხატაურის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ყოფილი გამგებელი: ჩემგან სეირს თუ ელოდებით, ეს არ მოხდება
შემდეგი სტატიასამსუნგმა Galaxy Note 7 გაყიდვებიდან ამოიღო