“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტის პირველი სხდომისთვის ემზადება. მათ ვიცე-სპიკერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი შეარჩიეს. როგორც ინაშვილმა დღეს განაცხადა, მათი გუნდის მთავარი პროიორიტეტი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა იქნება:
“ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა ჩემი კანდიდატურა დაასახელოს ვიცე-სპიკერის პოსტზე, ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესი. არის ხალხი ვისაც მოსწონხარ და ვინც ნდობას გამოგიცხადებს და არის ხალხი ვისაც არ მოსწონხარ, ამაში არაფერი არ არის გასაბრაზებელი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა. იმიტომ, რომ ვთვლით განვლილი პერიოდიდან გამომდინარე და არჩევნების პრაქტიკიდან გამომდინარე, მთავარი არის შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო გარემო,“ – განაცხადა ინაშვილმა.