,,ჩვენი მოსახლეობა ღარიბი არ არის, ჩვენი მოსახლეობა არის ღატაკი “

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე, ნინო გოგუაძე, სოციალურად დაუცველების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას შესაძლებლობა, რომ ამ ადამინებმა შეძლონ მუშაობა.

“ჩვენი მოსახლეობა ღარიბი არ არის, ჩვენი მოსახლეობა არის ღატაკი. ეს სახელმწიფო ელაპარაკება თავის მოქალაქეებს მისი წარმომადგენლების ენით. როდესაც სახელმწიფო ეუბნება თავის მოქალაქეს, რომ შენ ხარ მათხოვარი, სწორედ ეს არის ანტიჰუმანური დამოკიდებულება. სახელმწიფო მოვალეა, შექმნას შესაძლებლობა, რომ ეს მოქალაქეები დასაქმდნენ და ღირსეულად გამოკვებონ თავიანთი ოჯახები,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ გადაცემა არჩევანში.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი – საქართველომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი გააკეთა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი სოციალურად დაუცველების ბაზიდან ამოღების 2 მიზეზს ასახელებს