ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა საკითხს ექნება სამართლებრივი შეფასება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს 2016 წლის გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

მივესალმებით, რომ არის შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს ეს კონფლიქტი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების დაწყების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო რა თქმა უნდა ექვემდებარება იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც აქვს. “ჩვენ მივესალმებით, რომ არის შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს ეს კონფლიქტი და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე ითანამშრომლებს გამოძიებასთან და იმედს იტოვებს, რომ ყველა საკითხს, რომელიც მოითხოვს პასუხს, პასუხი გაეცემა. რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა წინა ხელისუფლების ბრალეულობა გამოიკვეთოს გამოძიების პროცესში, ჯანელიძემ განმარტა, რომ აქ საუბარია იმ ადამიანებზე, ვისი უფლებებიც დაირღვა კონფლიქტის დროს. დანაშაულებებზე, რომელიც იქნა ჩადენილი. ასევე ქართველების ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც განხორციელდა ახლა უკვე ოკუპირებულ ტერიტორებზე. “ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა საკითხს ექნება სამართლებრივი შეფასება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“სამხედროების დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ხელი არავის დაეფარება”
შემდეგი სტატია,,იქმნებოდა განცდა, რომ უშიშროების საბჭო ემსახურებოდა რომელიმე კონკრეტული პირის უსაფრთხოებას”