„ჩვენი მიზანია, რომ მონტენეგროს შემდეგ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი“

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში, მათი მიზანია ალიანსის შემდეგი წევრი საქართველო გახდეს.

ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში “ტვიტერის” გვერდზე განაცხადა.

„ჩვენ ვადასტურებთ მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანებას. ღია კარის პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება. ჩვენიი მიზანია, რომ შემდეგი საქართველო იყოს“, – აღნიშნა ლინკევიჩიუსმა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი ლექსო თამაზაშვილს მოქალაქეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებული პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს