“ჩვენი ყოფნის მიზანია, დავაკვირდეთ არჩევნებს და შემდეგ მთავრობას სასარგებლო რჩევები შევთავაზოთ”

საქართველოში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) მთავრობის მოწვევით იმყოფება. ორგანიზაციამ მოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრისგან მიიღო,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ვაშინგტონში IRI-ის აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა სტივენ ნექსმა განუცხადა.

„საგარეო მინისტრის მოწვევა მივიღეთ, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს. ჩვენი დელეგაციის დაახლოებით 30 % იმყოფება აქ, 5 სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი დელეგატებით. დავაკვირდებით არჩევნებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც ჩვენი დამკვირვებლები უკვე ხვალიდან გაემგზავრებიან. დავაკვირდებით არჩევნების დღეს და უკვე არჩევნების შემდეგ დღეს პრესკონფერენციაზე შევაჯამებთ და გავაკეთებთ განცხადებას. ჩვენი აქ ყოფნის მიზანი არის დავაკვირდეთ და შემდეგ მთავრობას შევთავაზოთ სასარგებლო რჩევები, რაც დაეხმარება პარლამენტსაც საარჩევნო კანონის გაუმჯობესებაში“,- განაცხადა სტივენ ნიქსმა.

banner
წინა სტატიაშიკლინტონმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას WikiLeaks-ის დამაარსებლის ჯულიან ასანჟის ლიკვიდაცია უნდოდა უპილოტოდან
შემდეგი სტატიამიროსლავ ლაიჩაკი: მიხარია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარგი ამბავი უნდა ვაცნობო