” ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი”

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩვენები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი , – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
იან კელის თქმით, პარლამენტის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა და საჭიროდ ჩათვალა, რომ მნიშვნელოვანია არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა.

“ამ შეხვედრას ორი მიზეზი აქვს – პირველი მიზეზია ის, რომ მინდა შევხვდე ამ განსხვავებული პოლიტიკური სპექტრის აქტორებს, რომლებიც საქმიანობენ ქართულ პოლიტიკაში. პარლამენტის წევრებთან მქონდა შეხვედრები და ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანია შევხვდე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ეს არის ძირითადი მიზეზი. მეორე მიზეზი ის არის, რომ მსურს ინფორმაციის მიღება, ვინაიდან კვლავ შესწავლის რეჟიმში ვარ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
თქვენი საარჩევნო სისტემა ძალიან განსხვავდება ჩვენი სისტემისგან… ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს, რომ მან ჯანმრთელი და დინამიური დემოკრატიული საზოგადოება განამტკიცოს და მოახდინოს დასავლურ საზოგადოებაში ინეგრაცია”, -განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიფიფას კორუფციული სკანდალი გრძელდება – დაკავებულია ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძეს ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას სთხოვენ