ჩვენი ცხოვრება იქნება უფრო ძვირი, ვიდრე აქამდე იყო – პაატა შეშელიძე ფასების მატებას ვარაუდობს

ექსპერტები ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური შეცვლისა და სწორი დიაგნოზის დასმის აუცილებლობაზე საუბრობენ.

უცვლელია მათი რეკომენდაციები, – ხარჯების მაქსიმალურად შემცირება, ინვესტიციების მოზიდვა და გადასახადების გაზრდით სამთავრობო გეგმის გადავადება.

მათი შეფასებით, თუ არ გაიზარდა ინვესტიციები და ექსპორტი, აქციზი კი გაძვირდა, პრობლემები ვერ მოგვარდება.

ექსპერტთა ნაწილი კვლავ შექმნილ ვითარებას მთავრობის შეცდომებთან ერთად ეროვნული ბანკის პოლიტიკას უკავშირებს.

„ამ კანონების ამოქმედებისთანავე ჩვენი ცხოვრება იქნება უფრო ძვირი, ვიდრე აქამდე იყო. ეს იქნება დამატებით ლარის გაუფასურებასთან ერთად. ამიტომ ჩვენ გველოდება ძალიან მძიმე მომავალი წელი. ლარი დამოკიდებულია მთავრობის გადაწყვეტილებებზე. მთავრობის გადაწყვეტილებები კი არ არის კეთილსაიმედო, ამიტომ ლარის დასტაბილურებას ჩვენ არ უნდა ველოდოთ,“ – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 2.73 ლარია.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
შემდეგი სტატიასაყოველთაო ჯანდაცვით ვცდილობთ, პენსიის სიმცირე დავაბალანსოთ – ზაზა ხუციშვილი