“ჩვენც და საზოგადოებასაც გვქონდა უფრო მეტის მოლოდინი” – სერგო რატიანი პრეზიდენტის გამოსვლაზე

news
: news თებერვალი 3, 2016 16:16

“ჩვენც და საზოგადოებასაც გვქონდა უფრო მეტის მოლოდინი” – სერგო რატიანი პრეზიდენტის გამოსვლაზე

მნიშვნელოვანი

  • პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დაასრულა. გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს პრეზდენტის რანგში მესამედ მიმართა. გამოსვლის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში უკვე პირველი შეფასებები კეთდება.

სხვა სტატიები

პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა დაასრულა. გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს პრეზდენტის რანგში მესამედ მიმართა. გამოსვლის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში უკვე პირველი შეფასებები კეთდება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო ცხადი უნდა შეხებოდა იმ მწვავე საკითხებს, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს.

“ჩვენც და საზოგადოებასაც გვქონდა უფრო მეტის მოლოდინი, რადგან პრეზიდენტმა არაფერი თქვა გარკვეულ საკითხებზე და მხოლოდ ნაწილობრივ ან არაადექვატურად უპასუხა ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს. მაგალითად, ეკონომიკის მიმართულებით, მან ახსენა ეს პრობლემა. თქვა, რომ არის საგარეო ფაქტორები, ისევე, როგორც ამას აფასებს უმრავლესობა, მაგრამ არაფერი თქვა იმ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რაც შექმნა საქართველოს მთავრობამ, იმ არასწორ გადაწყვეტილებებზე, რაც მიიღო საქართველოს მთავრობამ,” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა არ ახსენა არაფორმალური მმართველობა, ასევე არ უსაუბრია გაზპრომის საკითხზე და სისტემურ კორუფციაზე.

„ერთადერთი ცხადი გზავნილი, რაც შეიძლება პოზიტიურად ჩაითვალოს, იყო არჩევნებთან და საარჩევნო კანონთან მიმართებაში. მან თქვა, რომ ეს კანონი შეიცვალოს, რაც პოზიტიური გზავნილია,“ – აღნიშნა სერგო რატიანმა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა მედიის თავისუფლებაზე საუბრისას, არ ისაუბრა ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე, ასევე წინასწარი პატიმრობისა და პოლიტიკური პატიმრების თემა.

ამ წუთებში საკანონდბელო რგანოში ერთსაათიანი შესვენებაა გამოცხდაეული. ამის შემდეგ კი ტრიბუნას ფრაქციების თავდმჯდომარეები დაიკავებენ. ცნობიია, რომ დებატები დღეს არ გაიმართება.

news
: news თებერვალი 3, 2016 16:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics