ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა ვიქციოთ პირი პოზიტივისკენ

ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა ვიქციოთ პირი პოზიტივისკენ

kvirჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა ვიქციოთ პირი პოზიტივისკენ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი თანამოქალაქეების ნუგეშისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ციხისძირში, სასტურმო კომპლექს „კასტელო მარეს“ გახსნაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

პრემიერის თქმით, უნდა ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე და ამ მიზნების გარშემო უნდა გაერთიანდეს მთელი ქვეყანა.

„ჩვენ ყველანი ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ ყველანი ერთად ჩვენს საქართველოს ავაგუგუნებთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სიტყვით გამოვიდა ციხისძირში, სასტურმო კომპლექს „კასტელო მარეს“ გახსნაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. ისაუბრა ანაკლიის ღმაწყლოვან პორტზე, გოდერძის სამთო- სათხილამურო კურორტის, მთა-თუშეთის განვითარებასა და თეთნულდის აღორძინებაზე.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გეგმა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში მინის საცალფეხო ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის პრობლემაა