“გამოძიების მიმდინარეობას დავაკვირდებით” – უჩა ნანუაშვილი შეწყალების კომისიის სკანდალზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

შეწყალების კომისიის სკანდალთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ დიდია ინეტრესი და პროკურატურის მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე.

„გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ჩვენ ვთქვით, რომ გამოძიების მიმდინარეობას დავაკვირდებით, და შევეცდებით, პერიოდულად მივიღოთ ინფორმაცია, თუ სიახლეებია ამ გამოძიებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი – ხიდაშელი, კულტურის მინისტრი – ოქიტაშვილი?
შემდეგი სტატია„სასამართლომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს”- ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილზე საუბრობს