“ჩვენ ვნახეთ უბრალოდ ნაძირალა ადამიანის ქმედება, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქე სიცოცხლეს გამოასალმა”

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგუშაგოები დაშორებულად, უსაფრთხოებიდან გამომდინარეა განლაგებული.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი უსაფრთხოების სამსახურების ბლოკ-საგუშაგოები დაშორებულიყო მანძილით.

“ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მიზეზი იყო ის, რომ სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, არ მომხდარიყო უსაფრთხოების სამსახურებს შორის ფარული ცეცხლის გახსნა. ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ღმერთმა დაგვიფაროს, მერე ეთერში დამისვამდით კითხვას – რატომ არიან ასე ახლო-ახლო და დააშორებთ, რომ ასეთ ინციდენტებს თვი აარიდოთო”, – განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

“ჩვენ ვნახეთ უბრალოდ ნაძირალა ადამიანის ქმედება, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქე სიცოცხლეს გამოასალმა. რა ადამიანობაზე, ან რა ეთნიკურ წარმომავლობაზე, ან რაზე უნდა ვილაპარაკოთ”, – განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშინინო ჩარკვიანმა პარტია “რეფორმატორები” დატოვა
შემდეგი სტატიარობი უილიამსის კონცერტზე 38 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული