ჩვენ ვმოქმედებთ ზაზა სარალიძესთან ერთად და ერთად უნდა შეგვხვდეს – “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერის განცხადებას ეხმაურება

აქცია სახელწოდებით “ნუ მომკლავ!” დღეს 14:00 საათზე უკვე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართება.

პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც მეორე დღეა უკვე აქციის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღეს, საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ის მზადაა შეხვდეს მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟურებული პირების” გარეშე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თუ პრემიერი მათ არ შეხვდება, ამას თავის არიდებად ჩათვლიან და საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

„თუ შეხვედრა შედგება, შეხვედრა უნდა შედგეს იმ ფორმატში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ.ჩვენ ზაზა სარალიძესთან ერთად ვმოქმედებთ და შეხვედრაც უნდა შედგეს ერთობლივად. თუ ეს შეხვედრა არ შედგა ჩაითვლება,რომ პრემიერ-მინისტრი თავს არიდებს ამ შეხვედრას.

ახლა ვითარების განმუხტვის გასაღები ხელისუფლების ხელშია წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიიღებენ ძალიან მძლავრ პროტესტს რუსთაველის გამზირზე“- აცხადებს უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში არასრულწლოვნებს კითხავენ
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : ვერც ერთი ადამიანი ვერც ერთ სისტემას ვერ შეცვლის, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება