“ჩვენ ვითხოვთ ამ უსამართლო საარჩევნო სისტემის შეცვლას“

არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას, რომელიც ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმდინარეობს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ინტერპარტიული ჯგუფის საკანონმდებლო პაკეტს.

საუბარია მაჟორიტარული სისტემის უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის შეცვლაზე.

“დღევანდელი საარჩევნო სისტემით, 35 პროცენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიები შეიძლება 70 პროცენტით შევიდნენ პარლამენტში. ეს არასწორია და ეს სიტემა ყოველთვის გამოიყენება მმართველი გუნდის მიერ, იმისთვის, რომ მეტი ადამიანი შეიყვანონ პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ამ უსამართლო საარჩევნო სისტემის შეცვლას,“ – აღნიშნა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია”, – თამარ კორძაია გოგი თოფაძის ბრალდებებზე
შემდეგი სტატიამასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ეგვიპტეში – მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა