ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში და არა მივიდეთ მეორე ტურში

„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში და არა მივიდეთ მეორე ტურში, ანდა რაღაც მეორე ადგილზე გავიდეთ. ჩვენი ამოცანაა გამარჯვება,“ – ეს განცხადება საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ, გადაცემა არჩევანში ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით გააკეთა.

პაატა დავითაიას თქმით, უმჯობესია, ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი დაასახელოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

„ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ გამორიცხულია ქართული ოცნების დამარცხება ერთიანობის გარეშე,“ – განაცხადა დავითაიამ.

პაატა დავითაიას თქმით, მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობა არცთუ ისე მაღალია. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემა საკუთარ თავზე მოირგო.

„ვთავაზობ ევროპულ საქართველოს, ყველას, თუ გვინდა გამარჯვება, ვიყოთ ერთიანი, ვიყოთ ერთიან კოორდინაციაში, გვყავდეს ერთიანი კანდიდატი,“ – განაცხადა დავითაიამ.

პაატა დავითაიას თქმით, ერთიანი ოპოზიციის მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის თანაბარი შესაძლებლობა აქვს, როგორც ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძეს, ასევე დავით ბაქრაძეს.

დავითაიას თქმით, მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, “ყველა მინუს ერთის” პრინციპით.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა რუსეთის მეშვეობით შექმნა სქემა და ამ სქემის მიხედვით ტარდება ე.წ. არჩევნები – შოთა მალაშხია
შემდეგი სტატიაჩვენი მიზანი არის ის, რომ სახელმწიფო დაბრუნდეს სახელმწიფოში