“ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე” – სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე

ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს, რას აკეთებს–სალომე ზურაბიშვილი

რუსეთის ოკუპანტის სტატუსი რეალობის სწორი ასახვაა, მაგრამ გვზღუდავს – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს მიაჩნია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებით საქართველოსთვის სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანამ დიპლომატიურ გზაზე უარი არ უნდა თქვას.

„ყოველთვის შესაძლებელია შედეგის მიღწევა. ყოველ შემთხვევაში, საჭიროა ამის მცდელობა. ჩვენ დღეს ვართ დაბლოკილი ამ კუთხითაც. ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია და არც აპირებს სამხედრო გზით, და ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი გზა არ არის, და ჩემი აზრით, არც არასდროს ყოფილა, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. ეს დიპლომატიური გზა არ არის დათმობის გზა, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჯებირები, ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები, იმისთვის, რომ თავიანთი პოლიტიკური სტატუსი აიმაღლონ, ეს დიპლომატიური გზა უნდა იყოს ძალიან კარგად შეთანხმებული შიგნით, ეს უნდა იყოს კონსენსუსი ყველა პარტიის და არა ერთის. და ზუსტად უნდა ვიცოდეთ რ გვინდა და რა არის ჩვენი წითელი ხაზები, ეს არის ის, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების მომზადება,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი “წინანდლის პრემიის” ნომინანტებს შეხვდა
შემდეგი სტატია“სინამდვილეში ის ხელისუფლების კანდიდატია” – ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს