ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თენგიზ გუნავა იმედს გამოთქვამს, რომ გიგი უგულავას კვალდაკვალ სხვა პოლიტპატიმრებიც დატოვებენ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუდგებიან სათავეში:
„მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი ტოვებს დღეს საპატიმროს და ეს ძალაინ გასახარებელია. რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით და გვინდა რომ ახლო მომავალში სხვა პოლიტპატიმრებმაც დატოვონ საპატიმროები და ჩვეულებრივად ჩაუდგნენ სათავეში და იყვნენ იმ მოძრაობაში, რომელ მოძრაობასაც თავისი შრომა და ცხოვრება შეალიეს.“- განაცხადა თენგიზ გუნავამ.