,,ჩვენ ვართ რეგიონში დასავლელი პარტნიორების დასაყრდენი და არა სიურპრიზების შემქმნელი”

ჩვენ ვართ რეგიონში ჩვენი დასავლელი პარტნიორების დასაყრდენი და არა სიურპრიზების შემქმნელი, – ამის თაობაზე “რესპუბლიკური პარტიის” ყრილობაზე დავით უსუფაშვილმა, უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ რაციონალური პოლიტიკის წყალობით უნდა გააგრძელოს წინსვლა დასავლეთისაKდა ნატოსკენ და უნდა შეამციროს საფრთხეები ჩრდილოეთიდან.
“ჩვენ ვართ პრინციპულები და არა ჯიუტები, ჩვენ ვართ რეგიონში ჩვენი დასავლელი პარტნიორების დასაყრდენი და არა სიურპრიზების შემქმნელი. ჩვენ ვართ ამ პროცესის გონიერი მონაწილე და არა ემოციური მონაწილე. ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში. ჩვენ რაციონალური პოლიტიკის წყალობით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა დასავლეთისკენ, ნატოსკენ და უნდა შევამციროთ საფრთხეები ჩრდილოეთიდან. უნდა განვამტკიცოთ ურთიერთობა ჩვენს უშუალო მეზობლებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან და ამ ხაზს უნდა გავყვეთ ყველა მიმართულებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა “რესპუბლიკური პარტიის” ყრილობაზე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ვახტანგი – ჩვენ დიდი სიყვარული შეგვიძლია, მაგრამ არ შეგვიძლია თანადგომა
შემდეგი სტატიარუსთაველზე აქცია – “ტროტუარი ქვეითს!” გაიმართა