(video) ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და დავანახოთ საზოგადოებას ხელისუფლებაზე უკეთესი ალტერნატივა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე, ამბობს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ბრძოლას მხარდამჭერებთან ერთად გააგრძელებენ და ყველა ტრიბუნას გამოიყენებენ იმისათვის, რომ საზოგადოებას დაანახონ, რომ ქვეყანაში არსებობს ალტერნატიული და უკეთესი ძალა.

ბაქრაძე ამბობს, რომ ხმის მიცემის დღეს ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ბევრი მძიმე დარღვევა დაფიქსირდა, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო და იმაზე მეტი ხმა მოიპოვა, ვიდრე თვითმართველობის არჩევნებზე.

“ჩვენი დასკვნა არ არის ის, რომ ვერ მოვიგეთ და წავიდეთ სახლში, რომ არაფერი არ შეიცვლება. ჩვენი დასკვნა არ არის ის, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში არ შევიდეთ. ჩვენი დასკვნაა, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ვიყოთ აქტიურები პარლამენტშიც, პარლამენტს გარეთაც და გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა. ჩვენს საზოგადოებას უნდა დავანახოთ ხელისუფლებაზე უკეთესი ალტერნატივა,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

https://youtu.be/aK4VCLcxsdI

banner
წინა სტატიაშირუსეთი ალეპოში ჯოჯოხეთურ დაბომბვებს აძლიერებს
შემდეგი სტატია(video) ქართულმა ოცნებამ, დაახლოებით, იმდენი ხმა აიღო ახლა, რაც ენმ-მ 2012 წელს