“ჩვენ წელსაც ისე აღვნიშნავთ ცხრა მაისს, როგორც აქამდე”- აბაშიძის პასუხი მოსკოვის მერიის ტენდერზე

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.
პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ცხრა მაისთან დაკავშირებით, მოსკოვის მერიის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ქართული მედიისგან გაიგო.

 

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე “პირwელთან” საუბარში აცხადებს, რომ მან ქართული მედიისგან შეიტყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვის მერია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გეგმავს ღონისძიებების გამრთვას.
“ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო მოსკოვის მერიამ, რადგან მოსკოვის მერიის საქმიანობის გამოკვლევა არანაირად არ შედის ჩვენს გეგმებში. არც ჩვენში განიხილება ამის შესაძლებლობა და არც საუბარი გვქონია არავისთან. ჩვენ წელსაც ისე აღვნიშნავთ ცხრა მაისს, როგორც ყოველთვის ავღნიშნავდით”,- განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძის თქმით, ეს საკითხი არც საქართველოში განიხილება.
“ეს საკითხი არ განიხილება არც მერიაში, არც მთავრობაში, არც სხვა სახელისუფლებო შტოებში. მოსკოვის მერია რას გეგმავს, ამის გამოძიებას არ ვაპირებთ, ეს არ შედის ჩვენს გეგმებში”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვის ხელისუფლება ევროპის 11 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც, საზეიმო ღონისძიებების გამართვას გეგმავს და ამ მიზნით ტენდერს ატარებს.
შესაბამისი ოფიციალური სატენდერო განცხადება უკვე ატვირთულია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ორი კონფერენციის ჩატარება – “ფაშიზმისაგან მოლდოვის დაცვისა და გათავისუფლებისას საბჭოთა მეომრების მიერ გამოვლენილი თავდადება უკვდავია” და “მეორე მსოფლიო ომი და ბალტიის ქვეყნები 1939-1945 წლებში”; ასევე საზეიმო ცერემონიალის ჩატარება სახელწოდებით “ჩვენ დავიცავით მოსკოვი!”.
banner
წინა სტატიაში“პარტიაში ახალი სახეები, რა თქმა უნდა, იქნება”
შემდეგი სტატია“ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სულისა და გონების ცოდვებისაგან განწმენდა შევძლოთ”