ჩვენ წელს გავიხსენეთ ძალიან მივიწყებული სიკეთე გაზაფხულის არდადაგების სახით

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მარტის არდადაგების პროგრამა წარმატებით დასრულდა. კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის ხელშეწყობით, აღნიშნულ პერიოდი 600-მდე მოსწავლემ ბაკურიანში გაატარა.

„ჩვენ წელს შემოვიღეთ, უფრო სწორად გავიხსენეთ ძალიან მივიწყებული სიკეთე გაზაფხულის არდადაგების სახით. ყველა ჩვენგანს ახსოვს, რომ ადრე იყო როგორც ზამთრის, ისე გაზაფხულის არდადგები და რაოდენ სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტროს თაოსნობით და სპორტისა და ეკონომიკის სამინისტროების თანამონაწილეობით, 600-მდე მოსწავლემ, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ სოფლის მცირე სკოლებს, წელს არდადეგები გაატარა ბაკურიანში. უმეტესად ესენი არიან ის ადამიანები, ვინც სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, ვერ მიემგზავრებიან ზამთრის კურორტებზე. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გავაქტიურდებით, რათა ის ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება ზამთრის კურორტებზე, ხელმისაწვდომი იყო უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბავშვებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ახალგაზრდობაში, ბავშვებში ზამთრის კურორტებით მოსარგებლეთა წილობრივი მაჩვენებელი გაიზარდოს იმისათვის, რომ გავაჯანმრთელოთ ჩვენი მომავალი თაობა. ამასთან, ისინი გაიზრდებიან მომავალ მომხმარებლებად იმ სიკეთის, რასაც ზამთრის ტურიზმი ჰქვია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა „ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიას“ დაამტკიცებს
შემდეგი სტატიაპროექტი #წერექართულად დედაენის დღეს საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეებით აღნიშნავს