“ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს” – ნაციონალური მოძრაობა საფრანგეტში მომხდარ ტერაქტზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეძრულია იმ საშინელი ტერორისტული აქტით, რომელიც 14 ივლისს ქალაქ ნიცაში, ბასტილიის დღის აღნიშვნისას მოხდა.
ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის მთავრობას და თანავუგრძნობთ ათეულობით დაღუპულის ოჯახებს, მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს. ბოლო პერიოდში ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში გახშირებული ტერორისტული აქტები აჩვენებს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს 21-ე საუკუნის ამ საშინელი სენის დასამარცხებლად”- აღნიშნულია განცხადებაში.
ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტს 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით CNN წერს. ასევე ცნობილია, რომ დაშავებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით „ბასტილიის დღის“ აღსანიშნავ დღესასწაულზე თავმოყრილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ნიცაში მომხდარ ფაქტს შემაძრწუნებელ ტრაგედიას უწოდებს