ჩვენ შევქმნით სამოქალაქო გვარდიას „თეთრი ხმაურის“ წინააღმდეგ

თბილისში, პარლამენტის შენობასთან „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტის შენობასთან იგეგმება კონტრაქციის ჩატარებაც და მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და მისი თანამოაზრეები ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.

„ჩვენ ვიკრიბებით რიგითი მოქალაქეები, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ნარკოტიკი არის მიუღებელი და რომ ნარკოტიკმა შეიწირა ჩვენი თაობები. ვაპირებთ, მშვიდობიანად გადავიდეთ 9 აპრილის მემორიალთან, რათა არ მოხდეს ის, რაც ვიხილეთ გუშინ და მემორიალზე კვლავ არ ავიდნენ და იქ არ გამართონ კონცერტი.

,,ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა“ ,,თეთრი ხმაურის“ წინააღმდეგ კონტრაქციას მართავს.

მათი 300-მდე აქტივისტი ამ წუთებში ჭანტურიას ქუჩაზე, სასტუმრო თორის წინ არიან შეკრებილი და რუსთაველის გამზირისკენ წასვლას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

,,ჩვენ შევქმნით სამოქალაქო გვარდიას და ამას დავუპირისპიდებით“ – აცხადებენ ორგანიზაციის აქტივისტები.

banner
წინა სტატიაში,,ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა“ პირბადეებით რუსთაველის გამზირისკენ მიემართება
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია აფხაზეთში (ვიდეო)