„ჩვენ შეგვიძლია მოვუმატოთ 50 ლარი პენსიონერს, თუ ამ თანხას არ დავხარჯავთ ჯანდაცვაში”

გუგული მაღრაძე

უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ პენსიის ზრდა ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია.

როგორც ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში მაღრაძემ განაცხადა, ხელისუფლებას პენსიის გაზრდის შემთხვევაში მოუწევს თანხა სხვა მიმართულებას მოაკლოს.

„ჩვენ შეგვიძლია მოვუმატოთ 50 ლარი პენსიონერს, თუ ამ თანხას არ დავხარჯავთ ჯანდაცვაში. თუმცა არჩევანია, რა ჯობია, რომ მოვუმატოთ 50 ლარი ყველას, სჭირდება თუ არ სჭირდება თუ ვუმკურნალოთ ადამიანს? ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მე ხალხის ბედნიერება მინდა? ჩვენ უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლება იმაში, თუ რა შეეძლო და არ გააკეთა. არსებობს რაღაც საწყისი, ვის რა აქვს. ჩემთვის 10 ლარი არაფერია, მაგრამ ვიღაცისთვის 10 ცალი პურია. ეხლა პენსია გაიცემა, როგორც სოციალური დახმარება მოხუცზე, რომელიც გარკვეულ ასაკს მიაღწევს მიუხედავად იმისა ის ღარიბია, მდიდარია, სჭირდება თუ – არა. მაშინ უნდა გვქონდეს სხვა მიდგომები, რომელსაც დრო და გარკვეული დოვლათის დაგროვება სჭირდება“, – განაცხადა მაღრაძემ.

შეგახსენებთ, პენსიის 50 ლარით გაზრდას “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიკახი კახიშვილი თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
შემდეგი სტატია“თუ კონტრდაზვერვას დამატებითი რესურსი დასჭირდებათ, ჩვენ გასაცემად მზად ვართ”