“ჩვენ საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ ამ საქმის შესწავლას…ეს იქნება ტესტი”- ომბუდსმენი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველი, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებული თავდასხმის საქმის შესწავლას იწყებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი გამოძიების მიმდინარეობას საკუთარი სურვილით დააკვირდება.

“ჩვენ საკუთარი ინიციატივით ვიწყებთ ამ საქმის შესწავლას, დავაკვირდებით გამოძიების მიმდინარეობას. მე იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც მოხდება ადეკვატური რეაგირება და ეს საქმე იქნება გამოძიებული, მით უმეტეს, როდესაც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, როდესაც მოხდა ძალადობის არა ერთი ფაქტი, კონკრეტულ თანამდებობის პირებზე თუ პოლიტიკურ ფიგურებზე, სამწუხაროდ, არ იყო გამოძიებული და ეს ფაქტი არის ერთგვარი ტესტი საქართველოს საგამოძიებო ორგანოებისთვის,”-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„აუდიტორია 115“-ის წევრი: პარლამენტის თავმჯდომარე შეშინებული ჯერ გუშინ გაიქცა უნივერსიტეტიდან და მერე ფილარმონიიდან
შემდეგი სტატიამაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს