“ჩვენ პოზიტიურ დასკვნას ველოდებით”

გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთან მიმართებით, ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოზიტიურ დასკვნას გამოაქვეყნებს.

თუმცა, როგორც ტუღუში აღნიშნავს, პროცესი უახლოეს პერიოდში არ დასრულდება, ვინაიდან უვიზო მიმოსვლის დასაწყებად, გარკვეული სახის ტექნიკური ბარიერები იქნება გადასალახი.

“ჩვენ პოზიტიურ დასკვნას ველოდებით. ამის შესახებ არაერთი სიგნალი მივიღეთ ევროკომისიიდან და სხვა ავტორიტეტული ორგანოებიდან. თუმცა ეს პროცესები ხვალ არ დასრულდება, ამისათვის საჭიროა სხვა გადაწყვეტილებებიც. პირველ რიგში, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი, სანამ ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, გარკვეული ტექნიკური ხასიათის ბარიერები გადასალახი კიდევ არის. საქართველომ ყველა ის ძირითადი ვალებულება შეასრულა, რაც მას გააჩნდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზებთან მიმართებით პოზიტიური სურათი გვაქვს”, – აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.

როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.

დღეს კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკომისიის დასკვნა 18 დეკემბერს გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაში„მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა განხორციელებული ქმედება, სრულად შესრულებულად ჩაგვეთვლება“
შემდეგი სტატიავერ გაუგიათ როგორ დაჭრან საქართველო, რომ არჩევნები მოიგონ – სერგო რატიანი მმართველ გუნდზე