ჩვენ პასუხები უნდა მივიღოთ მთავრობისგან რის გაკეთებას აპირებს

საპარლამენტო ოპოზიცია „ევროპული საქართველო“ სირის მიერ დე ფაქტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან პასუხს ითხოვს და ამ მიზნით, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში დაბარებას აპირებს. პარტიის-ერთ ერთი წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დიპლომატიური მუშაობა ახლო აღმოსავლეთში გააქტიუროს

„ყველაზე რთულ დროს, როდესაც სირია ომში იყო გახვეული და ასადის ,,გადარჩენის’’ საკითხი დამოკიდებული იყო მოსკოვზე, მაშინაც კი არ უღიარებია აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ჩვენ პასუხები უნდა მივიღოთ მთავრობისგან რის გაკეთებას აპირებს და რა ნაბიჯები იგეგმებოდა. ვაპირებთ, რომ დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა, რა თქმა უნდა მყისიერად უნდა გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან და გააქტიურდეს ჩვენი დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ, რომ სირია არის გავლენიანი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ რაიმე გაგრძელება ამ აღიარებას არ მოჰყვეს,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე – საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაიას განცხადებას ავრცელებს