” ჩვენ, პარლამენტარებს პრეზიდენტმა უნდა დაგვიწეროს კანონი?!”

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის ჩანაწერი და ფორმა, რა ფორმითაც პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა. ასევე მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც მისი წარმომადგენელი პარლამენტს ესაუბრება, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

,,მე მგონი, ამას სჭირდება ძალიან მკაფიო და სწორი შეფასება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ სამი ვეტოდან, პრეზიდენტმა მოსმენების კანონს ვეტო პირველად დაადო იმიტომ, რომ პარლამენტს უთხრა არ იფიქროთ უფრო დიდი ხნის განმავლობაში, არამედ ერთ თვეში მიიღეთ ეს კანონიო. რაც წარმოუდგენელი იყო . არ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან თემებზე პარლამენტს განუსაზღვრო ვადა, რომ გინდა თუ არა ერთ თვეში მიიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მეორე ვეტო დაედო იმიტომ, რომ თქვა სასამართლოში იყოს ერთი გასაღები, მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეს გვეუბნება რომ არა, ეს უნდა იყოს უშუალოდ პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ და არა ძალოვან უწყებებში. ეს სამი ვეტო და ურთიერთობის ეს ფორმა პარლამენტთან, როდესაც პირდაპირ ეუბნები რა უნდა ჩაწეროს პარლამენტმა კანონში, ნორმალურად მიგაჩნიათ?! ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია?! ჩვენ, პარლამენტარებს პრეზიდენტმა უნდა დაგვიწეროს კანონი?! მაშინ ჩვენ რას ვაკეთებთ?! ან რატომ უნდა გვითხრას ერთ თვეში უნდა დავწეროთ თუ სამ თევში?! ან რატომ გვეუბნება ერთ დღეს ერთს, და მეორე დღეს მეორეს?! მე ეს კითხვები დავსვი გუშინ მის წარმომადგენელთან და მან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ გამცა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის გადაწყვეტილებით ქედაში წითელ ნუსხაში შეტანილ 272 ხეს მოჭრის
შემდეგი სტატია“დამაზიანებელი და უაზრო” – გოცირიძე სამთავრობო ქალაქის იდეაზე