საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.
კალაძის თქმით, წმინდა გიორგის სახელობის ყველა დღესასწაული ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებულად ძვირფასია.
„ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გიორგობას! წმინდა გიორგის სახელობის ყველა დღესასწაული არის ჩვენი ხალხისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და საკრალური. მისი ძლიერება, უდრეკი სული და ვაჟკაცობა იყო საუკუნეების მანძილზე სტიმული და მაგალითი თითოეული ქართველისთვის – ყოფილიყო მხნედ ნებისმიერ გასაჭირში, არასდროს დაეკარგა ბრძოლისუნარიანობა და მიზნისკენ სწრაფვა. წმინდა გიორგი არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ქვეყნისთვის – ჩვენ მუდამ გველეშაპებს ვებრძვით, ბრძოლა ყოველთვის მძიმეა და ყოველთვის საქართველო წმინდა გიორგივით გამარჯვებული გამოდის. ასე იყო, არის და იქნება მუდამ! გილოცავთ გიორგობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, – წერს კახა კალაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.