,,ჩვენ მოვახერხეთ გარემოს დაცვის სამინისტროს შენარჩუნება – გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო”

გარემოს დაცვის სამინისტრო გვინდა, რომ ცალკე იყოს, როგორც სტრატეგიული მიმართულება, – ამის შესახებ დეპუტატმა, “მწვანეთა პარტიის” წევრმა გია გაჩეჩილაძემ საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ოპტიმიზაცია ძალიან კარგია, ეს დაკავშირებულია უფრო მოქნილობასთან და ხარჯების შემცირებასთან, “მაგრამ გააჩნია როგორ”.

“ის, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროში ერთიანდება, გასაგებია, ერთიანი სტრატეგია იქნება და ეს პირიქით, ხელს შეუწყობს ენერგეტიკული სექტორის განვითარებას. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის – “მწვანეთა პარტიისთვის” იყო გარემოს დაცვის სამინისტროს შენარჩუნება და ჩვენ ეს მოვახერხეთ. პირიქით, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრო გვინდა, რომ ცალკე იყოს, როგორც სტრატეგიული მიმართულება ქვეყნის განვითარებაში და როგორც ის მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ასოცირების ხელშეკრულებაში ყველაზე დიდი ნაწილი და ყველაზე დიდი დირექტივები გარემოს დაცვას ეხება. ამიტომ ჩვენ მაინც შევეცდებით, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო იყოს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებული, რომ შემოვა კანონპროექტი იმის ფარგლებში”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე – ვიქტორ დოლიძე არის ღირებული ნაწილი ჩვენი გუნდის, შესაბამისად, ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად
შემდეგი სტატიაფილიპინების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის თხოვნით იმღერა (ვიდეო)