„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჰქონდეს აუცილებელი ინსტრუმენტები, რათა ნატო-ს წევრი გახდეს“

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელის განცხადებით, საქართველო ძალას არ იშურებს ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებისთვის და ალიანსის უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

„საქართველო არ იშურებს ძალას იმისთვის, რომ დაუახლოვდეს ნატო-ს სტანდარტებს და თავისი წვლილი შეაქვს ნატო-ს უსაფრთხოებაში, მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ კი ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რომ ჰქონდეს აუცილებელი ინსტრუმენტები და გატარებული რეფორმები იმისათვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისირიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სოფელ ყარაჯალას მკვიდრია
შემდეგი სტატიაევროკავშირმა საბერძნეთის შენგენის ზონიდან გარიცხვის ვადები დაასახელა