ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს – კვირიკაშვილი აშშ-ის არჩევნებზე

ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.
„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან შემდგომი 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდა
შემდეგი სტატია,,მორჩა კინო (ანუ არჩევნები), წადით სახლებში (ანუ ჯარში)”