ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ სიცოცხლისუნარიან ოპოზიციას – მაკკეინი

“ენმ”-სთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობასა და მხარდაჭერაზე გაამახვილა.

”შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ჩვენს მეგობრებთან ოპოზიციურ პარტიაში. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოში კარგ პოლიტიკურ კლიმატს, სიცოცხლისუნარიან ოპოზიციას, მედიის თავისუფლებას, მაგრამ ასევე ერთგულნი ვართ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსთან, საქართველოს სამხედრო გაწვრთნას და შემდგომ ინტეგრაციას ნატო-ში და ქართველებს, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორებს განვიხილავთ. ახალგაზრდა ქართველი ჯარისკაცები დიდ სამუშაოს ასრულებენ ავღანეთში”, – განაცხადა მაკკეინმა.

banner
წინა სტატიაში“დისნეის” ბემბის შემქმნელი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზიანი ივანიშვილისგან ძალიან დიდია, თუმცა, ამ დონის პოლიტიკოსების ვიზიტი, ხელს შეუწყობს ნაკლები ზიანით გაიაროს საქართველომ ეს პერიოდი- ბოკერია