ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა – ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს

მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ორი დღის შემდეგ საქართველოს მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის აღდგენა წარმოადგენს. როგორც გამოცემა „ტასსი“ იტყობინება, ამის შესახებ ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაბრუნებას რთული საკითხი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ „ცოტა უცნაურია“ ამ საკითხის განხილვა არარსებული დიპლომატიური ურთიერთობის ფონზე.

„დღეს ვაკეთებთ კომენტარს და დაგვიანდა ან გაფუჭდა ამით რამე? რა გაფუჭდა იმით, რომ ვთქვათ ერთი დღის შემდეგ გაკეთდა კომენტარი და არა იმ წუთში, რაიმეს ხედავთ ამაში პრობლემურს? რაც შეეხება 2008 წლის თემას, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს პოზიციებში არის რადიკალური სხვაობა, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ეს ომი, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცნობილია, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, თუმცა, ისიც ცნობილია, რომ არც ჩვენმა ხელისუფლებამ დააკლო, თავის პოლიტიკით არაფერი. იმისათვის, რათა მომხდარიყო ის კატასტროფა, ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლეს ისტორიაში. ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის შემდეგ, რომ დასათმობი არაფერი დარჩა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაში„მთავარია მამა გიორგის მძიმე ბრალდების წინაშე, ერი და ბერი სიმართლის მხარეს დადგეს“ – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში, სადაც სასულიერო პირები „ციანიდის საქმეზე“ მსჯელობენ, პრეზიდენტი მივიდა