ჩვენ გვყავს ჰომოფობი პოლიტიკოსები – ელენე ხოშტარია ტრანსგენდერზე თავდასხნის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

ელენე ხოშტარია:

ტრანსგენდერზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე დაწყებული გამოძიების გადაკვალიფიცირებას ითხოვენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. ისინი სიძულვილის მოტივით ჩადენილი მკვლელობის მცდელობად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საქმეს სათანადო კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

როგორც კავშირ საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია,  აცხადებს, კვალიფიკაციის შეცვლა ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება.

ოპოზიცია კი ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკაზე საუბრობს. განცხადება ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, გააკეთა.

„არ არის პირველი შემთხვევა და ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც არა ერთხელ მომხდარა ჩვენს საზოგადოებაში და ამის მიზეზი არის მატივი, პირველი რომ ჩვენი პოლიტიკოსების ნაწილი ჰომოფობია, რომლებიც ბედავენ და ამ სიძულვილის ენას ავრცელებენ, და მეორე სახელმწიფოს რეაგირება არის ძალიან სუსტი, სანამ მივა კონკრეტულ დანაშაულამდე აბსოლუტურად გულგრილი დამოკიდებულება არის ამ ჯგუფის პრობლემების მიმართ და ხშირად სასჯელიც არის ძალიან სუსტი,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი: ყველას ვულოცავ თბილისობის დღესასწაულს
შემდეგი სტატიამთაწმინდაზე მამაკაცის გვამი იქნა აღმოჩენილი