ჩვენ გვიწევს ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა – თამარ ჩუგოშვილი

„ბუნებრივია, რომ ახლა ჩვენ გვიწევს უკვე ძალიან ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა,“ – ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

ვიცე-სპიკერის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, რის გამოც, ამ დრომდე ჭიანურდებოდა რეფორმის გატარება.

„ჩემი აზრით, ბევრად უფრო ადრე უნდა დასრულებულიყო ამ რეფორმაზე მუშაობა, მაგრამ ვინაიდან გარკვეული მიზეზების და აზრთა სხვადასხვაობის გამო გაჭიანურდა ეს რეფორმა და საკმაოდ დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია ახალგაზრდებში, ბუნებრივია, რომ ახლა ჩვენ გვიწევს უკვე ძალიან ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა,“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას კანონმდებლები მხარს დაუჭერენ.

„ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრების უმრავლესობა გაიაზრებს იმ პროცესების მნიშვნელობას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, მხარს დაუჭერს დროულად ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას ამ მიმართულებით,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ნარკოტრეფიკს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ექსპერტებს დაკითხავენ