“ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა და მედია საკმაოდ ძლიერია”

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, და ხელისუფლების წარმომადგენლებს. შეხვედრებისას საუბრის ერთ-ერთი თემა იყო მედიის თავისუფლების საკითხი.

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ ბრძოლასთან დაკავშირებით ედგარ რინკევიჩმა განაცხადა, რომ ქართველ მაღალჩინოსნებს მკაფიო გზავნილები დაუტოვა.

“ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა და მედია საკმაოდ ძლიერია. როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს შეეძლოს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ საქმეზე მხოლოდ კანონზე დაყრდნობით. რთულია გავაკეთოთ კომენტარი, რადგან, ასეთ შემთხვევაში, შენ არღვევ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ კანონით იხელმძღვანელოს და მედიის პლურალიზმი დაცული იყოს. ეს მესიჯი გადავეცი ჩემს კოლეგას საქართველოში. იმედი მაქვს, თქვენი ქვეყანა იპოვის სწორ გამოსავალს ამ სიტუაციიდან და დაიცავს მედიისა და სასამართლოს სისტემის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას,” – განაცხადა ედგარ რინკევიჩმა.

banner
წინა სტატიაში“ISIS-ის მთავარ სამიზნეს საქართველო არ წარმოადგენს”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო „ინოვასი“ გახსნა