ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ქაოსი – ზურაბ ჯაფარიძე

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთაახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკაშირებით თვლის, რომ პრობლემები ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობის ბრალია.ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
“ჩვენი მთავარი პრობლემა არის არა ის, რაც რეგიონში ხდება, არამედ მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ შიგნით და როგორ მოვედით აქამდე. მე რასაც ვუყურებ, არ გვაქვს ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკური ხედვა და საერთოდ მსგავსი არაფერი. გვაქვს სრული ქაოსი. ჩვენ თვეების განმავლობაში გვესმის ერთი და იგივე. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ქაოსი და შეიძლება გაცილებით რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ,“ – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: “შსს-ს მეშვიდე განყოფილება ქეიფობს”-სკანდალური ვიდეო
შემდეგი სტატია“როცა ქადაგიძე მკურნალობას ექვემდებარებოდა, არ უმკურნალეს”- მეჭიაური სებ-ის პრეზიდენტის შესახებ