“ჩვენ გაქვს დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ესა თუ ის რეგიონი”

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ყველა რეგიონის პოტენციალი, იქ არსებული რესურსები შეისწავლა, რის შედეგადაც გეგმა დაისახა, თუ როგორ უნდა განვითარდეს, ესა თუ ის რეგიონი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლების პრიორიტეტი, რეგიონში მცხოვრები ადამიანების, ადგილზე დასაქმებაა.

„შეგახსენებთ, რომ ამ გაზაფხულზე მე დავიწყე პროგრამა „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“, რომელიც რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული. რეგიონების ეკონომიკური აღმავლობა, გამოცოცხლება ქალაქების, საწარმოების ამუშავება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ესაა მთავარი მიზანი, რის გამოც აქცენტი გავაკეთეთ ამ პროგრამაზე. შევისწავლეთ ყველა რეგიონის პოტენციალი, იქ არსებული რესურსები. ჩვენ გაქვს დეტალური სურათი და გეგმა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ესა თუ ის რეგიონი, რაიონი. რეგიონების გაძლიერებას ასევე უწყობს ხელს გასულ წელს დაწყებული პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც წარმატებული პროექტია. სულ რაღაც 1 წლის განმავლობაში ჩვენ 130-მდე პროექტი დავაფინანსეთ, პროგრამის დაწყების მთავარი მიზანი იყო დასაქმება, დახურული საწარმოების ამუშავება და რეგიოენბში ეკონომიკის ამუშავება. 350 მილიონი ლარის ინვესტიციით 130 საწარმო დაფინანსდა. დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია 6 700 ადამიანი. ვფიქრობ, რომ ასეთი პროგრამები წაახალისებს რეგიონებში წარმოების დაწყებას, ეკონომიკის გამოცოცხლებას. პრიორიტეტია ადგილზე ჩვენი რეგიონების მაცხოვრებლების დამაგრება, მათი დასაქმება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში რეგიონებში საუკეთესო პრაქტიკა დაინერგა
შემდეგი სტატიანატანებში მოსახლეობა გაზის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა