,,ჩვენ ევროპამ დაგვიცვა სამართლებრივად”- რომან გოცირიძე რუსთავი 2-ის საქმეზე

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულება რუსთავი 2-ის საქმეზე უვადოდ შეჩერებულია. რუსთავი 2-ის ეზოში კი პოლიტიკოსები და ტელეკომპანიის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.

„აი, რას ნიშნავს როდესაც ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილი, ამიტომ ვითხოვდით კონსტიტუციაში რომ ჩაწერილიყო, ჩვენი მისწრაფება არის ევროატლანტიკა, გვინდა, რომ ვიყოთ ნატო-ს წევრი, გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ვინაიდან დღეს ჩვენ ევროპამ დაგვიცვა სამართლებრივად, ხვალ ნატო დაგვიცავს სამხედრო თვალსაზრისით, ეს არის ჩვენი ქოლგა, ეს არის ჩვენი დაცვა, ევროპამ გადაარჩინა საქართველო კრიზისს, დღეიდან საქართველოში ისტორიული ეტაპი იწყება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის – დავით ბაქრაძე
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ზურაბიშვილი