ჩვენ დედაქალაქის მერის გადადგომა უნდა მოვითხოვოთ

“რესპუბლიკელების” წევრი დავით ზურაბიშვილი მერიის ეკოლოგიური და გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომაში გამოსავალს ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ამ თანამდებობაზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დაინიშნებიან.

როგორც ზურაბიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, ბოლო პერიოდში ეს აპრობირებულია და მერიაში დაზვერვაში და კონტრდაზვერვაში ნამუშევრი პირები ინიშნებიან.

„ეს ადამიანები საქმის ჩუმად და დაფარულად კეთებას არიან მიჩვეული. ჩვენ დედაქალაქის მერის გადადგომა უნდა მოვითხოვოთ“, – აცხადებს დავით ზურაბიშვილი, თუმცა დავით ნარმანიას იმპიჩმენტის პროცედურის ინიციატორები რესპუბლიკელები არ არიან, რადგან ამის მიღწევას არარეალურად მიიჩნევენ, მაგრამ ზურაბიშვილის თქმით, პროცედურას მხარს უჭერენ.

banner
წინა სტატიაშითუ ნარმანია გადაწყვეტილებას არ ღებულობს, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას, ისიც უარესი უნიათო ყოფილა მასზე
შემდეგი სტატიასომხეთში აშშ-ს თხოვნით რუსი იარაღით მოვაჭრე დააკავეს