„ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ შეფერხებით გვადგება ზიანი“ – ქიბარ ხალვაშის ადვოკატი

„ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ამ შეფერხებით გვადგება ზიანი,“ – განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

პაატა სალია იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქიბარ ხალვაშის პოზიციას გაითვალისწინებს და მას მოიწვევს, როგორც მხარეს.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, კერძოდ კი მისი 36-ე მუხლი ითვალისწინებს მესამე, დაინტერესებული მხარის ჩართვას პროცესში, განსაკუთრებულ შემთხვევებში და ასევე წესების 44-ე მუხლი არის, რომელიც კონკრეტულ პროცედურას განმარტავს. ამ პროცედურის შესაბამისად ჩვენ წარმოვადგინეთ წერილობითი მოთხოვნა, ვინაიდან ეს დროებითი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და რომელიც უნდა განიხილოს კოლეგიამ 8 რიცხვამდე, არის ჩვენი ინტერესი, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა ეს წილები და შესაბამისად, პირდაპირ ზიანს აყენებს ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება არის შეჩერებული დროებით, შესაბამისად, როგორც დაინტერესებულმა მხარემ, მოვითხოვეთ ამ პროცესში ჩართვა,“-აცხადებს სალია.

პაატა სალიას თქმით, მას და მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოზე სწორედ ასე სურთ მხარეს დაინტერესებულ წარმოადგენდნენ.

ის განმარტავს, რომ კონვენციის მიხედვით მოპასუხე მხარე არის სახელმწიფო და ქიბარ ხალვაში მოპასუხე ვერ იქნება.

„სახელმწიფომ ჩვენ უნდა გაგვიმყაროს მე მგონი პოზიცია, ვინაიდან საქართველოს სახელით გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომელითაც ქიბარ ხალვაში იქნა მესაკუთრედ ცნობილი,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

წყარო: რუსთავი2

banner
წინა სტატიაშივიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი-ხალვაში სტრასბურგის სასამათლოს ზეწოლის შესახებ საბუთებს წარუდგენს
შემდეგი სტატიაამერიკელი ფსიქოლოგები: სოციალური ქსელები მარტოობის გრძნობას აძლიერებენ