ჩვენ არ გვსურს ცივი ომი, გვინდა გონივრული დიალოგი რუსეთთან – იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საქართველოში რუსული შეიარაღებული ძალების ყოფნას ვერ მიესალმება.

იენს სტოლტენბერგმა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

“NATO გადავიდა თავისი განვითარების მესამე საფეხურზე, რაც დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა საქართველოში 2008 წელს. ამ დროიდან, რუსეთს კვლავ ჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოში, რომელსაც ნამდვილად არავინ მიესალმება. შავი ზღვის რეგიონში ვაძლიერებთ საზღვაო და საჰაერო ძალების თავსებადობას. ყველა ჩვენი ქმედება არის გამჭირვალე. ჩვენ არ გვსურს ცივი ომი, გვინდა გონივრული დიალოგი რუსეთთან. ვერთვებით რუსეთთან პოლიტიკურ დიალოგში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე, NATO-ს გენერალური მდივანმა ავღანეთში, ქართველი სამხედროების წვლილსაც გაუსვა ხაზი და თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა.

“ნება მომეცით, ღრმა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მიმართ. თქვენ NATO-ს გვერდით ედექით ავღანეთში მრავალი წლის განმავლობაში. ვაღიარებთ და მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს. თქვენმა ძალებმა რეალური წვლილი შეიტანეს ავღანელი ხალხის მომავლის უსაფრთხოებაში”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – ზოგადად, ნატო რასაც გვპირდება, ასრულებს
შემდეგი სტატიასაქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა