ჭუბურხინჯში 85 წლის მოხუცი დააყაჩაღეს – რა კავშირი აქვს ,,ტყის ძმებს“ გახშირებულ თავდასხმებთან?

ოკუპირებულ აფხაზეთში 85 წლის მარტოხელა მაყვალა კანდელაკი დააყაჩაღეს, არსებული ინფორმაციით, მოხუცი სასტიკად ნაცემია. მას გუშინ დაესხნენ თავს და სახლიდან 1,5 ტონა თხილი წაიღეს.

როგორც შემთხვევის ადგილზე – ჭუბურხინჯში აცხადებენ, ოკუპირებულ რეგიონებში თხილის მოსავლის აღებასთან ერთად ყაჩაღობა გახშირდა. ადგილობრივები კონკრეტულ დაჯგუფებაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ყაჩაღობას ორგანიზებას “ტყის ძმების” ლიდერი დათო შენგელია უწევს.

ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, ყაჩაღობის შედეგად მოპოვებული თხილი, ერთ ადგილზე გროვდება, შემდეგ კი ის გასაყიდად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადააქვთ და ზუგდოდში ორმაგ ფასად ყიდიან.

რაც შეეხება უშუალოდ მაყვალა კანდელაკს, მას დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. მოხუცმა დღეს დილით ზუგდიდში, საავადმყოფოში გადმოსვლა გადაწყვიტა თუმცა ის ე.წ საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა არ გამოატარეს და პასპორტი წაართვეს.

banner
წინა სტატიაშიგორის ნაგავსაყრელზე რეაბილიტაციის სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულებულია
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების შემადგენლობას აპროტესტებს